1.პროექტი-"გაზაფხული ჩემი სკოლის ეზოში"
2.პროექტის მოკლე აღწერა–მოსწავლეები სკოლის ეზოში რგავენ ფიჭვებს, ყვავილებს.
3.პროექტის სრული აღწერა–მასწავლებელი შეთანხმებულია მშობლებთან, ისინი ესწრებიან ამ ღონისძიებას. მოსწავლეები უფროსების დახმარებით რგავენ ხეებს, შემდეგ ყვავილებს. თითოეული კლასის ყოველდღიურ საქმიანობას უხელმძღვანელებს პროექტის კოორდინატორი ამ კლასების დამრიგებლებთან ერთად . პროექტის დამთავრების შემდეგ მოეწყობა პროექტში მონაწილე აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და დაჯილდოება. მოხდება პროექტის სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა, დაისახება სამომავლო გეგმები.
4ოსწავლეთა ასაკი–10-14 წლის მოსწავლეები.
5.ხანგრძლივობა–5 დღე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები:
.მოიძიონ ნერგები.
.დარგვა
.მოვლა
7. მოსალოდნელი შედეგი;
. შეიქმნება თანამშრომლობითი სამუშაო გარემო,
.პროექტი ხელს შეუწყობს სასკოლო ღონისძიებებში და აქტივობებში მოსწავლეების ჩართვის პირობებს.
.პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიერ იმ საზოგადოების უკეთ გაცნობას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ.
8. სამუშაო ენა– ქართული ენა
9.სარგებელი სხვებისთვის–სილამაზის აღქმა, სხვების დაინტერესება–გაალამაზონ ბუნება, იზრუნონ მის მოვლაზე.
10. საგნებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი:
. ბუნებისმცოდნეობა,
.მოსწავლე აღწერს მცენარის ძირითად ნაწილებს, ამოიცნობს და აღწერს ზრდის პროცესს,
.აღწერს მცენარეების მნიშვნელობას ადამიანისათვის.
11.პროექტის ავტორი–ნონა მაისურაძე
12.ავტორის ელ. ფოსტა–maisuradzenona@gmail. com
13.პროექტის ბლოგი–www.maisuradzenona.blogspot.com
суббота, 15 мая 2010 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)